25 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
მუქარა, პირადი ანგარიშსწორება - სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში სახალხო დამცველი მუქარის და ტელევიზიაზე გავლენის მოპოვების ნიშნებს ხედავს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა, თუ ისინი ხუთკაციან ბორდში კიდევ ერთ მხარდამჭერს მოძებნიან, ნათია კაპანაძის გადააყენებენ.

ომბუდსმენის შეფასებით, კაპანაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პირადი ანგარიშსწორების შესახებ ეჭვებს აჩენს. ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნის უკან პოლიტიკური კონტექსტი და ინტერესები იდგეს. 

Image result for ნინო ლომჯარია„თუ რაიმე პრეტენზიები ან პრობლემები არსებობს მენეჯმენტთან დაკავშირებით, არსებობს ფორმატებიც ამის განსახილველად. იმპიჩმენტის ინიცირება იმ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი დირექტორს, უფრო ჰგავს პირად ანგარიშსწორებას, თუ მცდელობას, რომ გარკვეული გამოჩენის მათი ძალაუფლების და დაშინებასაც, ამიტომ ძალიან ცუდი ელფერი აქვს ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ პრობლემები უნდა განიხილებოდეს საბჭოს ფორმატში და ასეთ დროს იმპიჩმენტის ინიცირება არ არის აღქმული სამართლიანად და არ გამოიყურება ეს ყველაფერი სამართლიანად.

„ეს ადამიანები, ვინც ითხოვენ იმპიჩმენტს, მე როგორც ვიცი, მათ აქვთ პოლიტიკური ბეგრაუნდი, დასახელებულები არიან პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს აჩენს ეჭვებს. ეჭვებს ისიც აჩენს, რომ როდესაც არის ასეთი პრობლემები, ნაცვლად მსჯელობისა და განხილვისა, როდესაც ითხოვენ იმპიჩმენტს, მაშინ, როდესაც ძალიან მალე გასდის ვადა დირექტორს, ეს იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ამ საკითხების უკან შეიძლება სხვა რაღაც იდგეს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ყველა საერთაშორისო მონიტორის დასკვნით, აჭარის ტელევიზია ნეიტრალური და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალ არხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები