20 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი - საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელე მხარის არგუმენტებს მოისმენს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ე.წ. მოსმენების კანონის არსებითად განხილვას განაგრძობს. მოსამართლეები პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტებს მოისმენენ. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ახალ კანონს, სახალხო დამცველთან ერთად, 326 მოქალაქე ასაჩივრებს.

მოსარჩელე მხარე აკრიტიკებს მოსმენების შესახებ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა, რადგან მაშინ მოქმედი დეპარტამენტის ნაცვლად, კანონის თანახმად შეიქმნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც დღესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ მოსარჩელის მოსაზრებები, ფაქტობრივად, უცხოელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომელიც არსებითი განხილვის წინა ეტაპზე გამოიკითხა.

დღის ამბები