25 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
„მათი გაკეთებული საქმე მოჩვენებითია და უხარისხო“- სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა. ზუგდიდში გზის საფარი სავალალო მდგომარეობაშია.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მაშინ როდესაც ბიუჯეტის 1/3 ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, 7 წელი საკმარისი დრო იყო ზუგდიდში გზების სრულად მოსაწესრიგებლად. მერობის კანდიდატის თქმით, საბიუჯეტო თანხები არა მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენება.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 35 % იხარჯება ინფრასტრუქტურაზე. ეტყობა რამე ქალაქს? საშინელებაა, უმძიმეს მდგომარეობაშია ეს გზები. მე მგონი საკმარისი დრო ჰქონდათ 7 წელიწადი, რომ ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინათ და არ მოწესრიგდა. ისინი თუ გაჩერდებიან ხელისუფლებაში ეს გამოყვანილი ტექნიკაც გაჩერდება. მათი გაკეთებული საქმე მოჩვენებითია და უხარისხო. მათი მიზეზი არის ძალაუფლების შენარჩუნება და არა ხალხზე ზრუნვა. ჩვენ ამას სხვანაირად გავაკეთებთ. ჩვენი მუშაობა იქნება დროული, იქნება ხარისხიანადა იქნება ხარისხიანი. მთელი ქალაქი ერთდროულად კი არ უნდა იყოს გადათხრილი,“- განაცხადა რულოვსმა.

დღის ამბები