19 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, საავტომობილო გიგანტის "გაზის" საკონტროლო პაკეტის დათმობას აპირებს

რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, საავტომობილო გიგანტის "გაზის" საკონტროლო პაკეტის დათმობას აპირებს.

მიზეზი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, გერმანული "დაიმლერის" და სხვა უცხოელი პარტნიორების მხრიდან, მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა გახდა. 

დერიპასკას ალუმინის მწარმოებელი კომპანია "რუს-ალიც" ეკუთვნოდა, რომელსაც ამერიკელებმა ასევე სანქციები დაუწესეს. თუმცა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა საკონტროლო პაკეტი დათმო, ვაშინგტონმა "რუს-ალს" შეზღუდვები მოუხსნა. დერიპასკა აცხადებს, რომ მზადაა "გაზის" საკონტროლო პაკეტიც დათმოს.

რუს ბიზნესმენს ამერიკელები პოლ მანაფორტთან კავშირში ადანაშაულებენ და საპრეზიდენტო არჩევნების ჩარევის გამო შავ სიაშიც შეიყვანეს. თავად რუსი ბიზნესმენი ამერიკელების ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

დღის ამბები