24 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
გინდ გაიტანეთ და შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარე... ივანიშვილს მოვუწოდებ თავისი ადგილი მიუჩინოს - ბესელია

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია, პარტიის თავმჯდომარეს მიმართავს. ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კობახიძე წაიყვანოს პარლამენტიდან.

"მოჰკიდოს ხელი მისმა პატრონმა და წაიყვანოს პარლამენტიდან, ვიდრე ეს შენობა პოლიტიკურად გადაუწვია" - ამბობს ბესელია.  

განცხადება ბესელიამ კობახიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ მას ყოფილი თანაგუნდელი იმპიჩმენტით ემუქრება. 

„ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია“-განაცხადა კობახიძე.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის არასდროს გამოჰკიდებია არც ერთ თანამდებობას, მით უმეტეს არასდროს იქნებოდა ისეთი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე როგორიც ირაკლი კობახიძეა. 

 Image result for ეკა ბესელია„მე ვთქვი რომ ასეთ სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არასდროს არ ვიქნებოდი. არ დავეთანხმე რა თქმა უნდა ვიცე -სპიკერობას. ჩემი თანამდებობაც დავტოვე იმიტომ რომ ის სია შემეჩერებინა. თანამდებობებს ვინ არის გამოკიდებული კარგად ვხედავთ. ჩემი მისამართით მაინც სირცხვილია, ნუ იყენებს ასეთ ტერმინებს. იმიტომ რომ გინდ ყოფილა ახლა პარლამენტის თავმჯდომარე და გინდ არა. ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს: გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე და მე არ მგონია რომ პერსონაჟებთან პარალელებს გავლებით კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე მაგრამ უბრალოდ გამახსენდა. მის პატრონს კიდევ რთხელ მოვუწოდებ, ივანიშვილს. მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაჰკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად , ოღონდ მე არ მოვუშვი საერთოდ ჩემს სიახლოვეს, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძეს შენობით მიმართა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. კობახიძემ ბესელიას მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა.

ამის შემდეგ ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლა გადაწყვიტა. ირაკლი კობახიძემ კი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს დაუძახა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ხომ არ ეშინია. 

ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობირივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები