21 ივლისი 2019,   05:12
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"დაიხუროს "რუსთავი 2", გადადგეს მთავრობა" - საპროტესტო აქცია სამაუწყებლო კომპანიასთან

„რუსთავი 2-ის“ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

აქციაზე შეკრებილები „რუსთავი 2-ს“ დახურვას ითხოვენ. მათ აქციაზე მიიტანეს პლაკატები სახელწოდებით „დაიხუროს „რუსთავი 2“. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ "რუსთავი 2-ს“ ინტერვიუები არ მისცენ.

მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიასთან საპროტესტო აქციას მართავს, ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვს. მათი თქმით, „რუსთავი 2“ და ბიძინა ივანიშვილი გარიგებულები არიან.

„ეს უნდა აღკვეთოს ხალხმა. თუ ამას მთავრობა არ აკეთებს. „რუსთავი 2-ის“ დახურვა ერთია, მაგრამ მთავრობა უნდა გადააყენოს, მთავრობა უნდა დაამხოს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდეს. სხვა მხრივ, ეკლესიის შეურაცხყოფის პატიება არ შეიძლება. თუ მთავრობას არ გადავაგდებთ, რომელიც ამ ყველაფრის გარანტიაა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილი სხვათა შორის წინააღმდეგ გამოვიდა და დაგმო გვარამიას გამოსვლა, ნაცები არ გეგონო, ისე გეუბნები, დაგმო და თქვა, რომ ქრისტიანი ვარ. სააკაშვილზე უარესი ფორმაა ივანიშვილი,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, გურამ ფალავანდიშვილმა.

დღის ამბები