19 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
პრეზიდენტის ორი სასახლე - სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ სტუმრებს დაწუნებულ, ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში მასპინძლობს 

პრეზიდენტი ორი სასახლით - ავლაბრის რეზიდენციის დაწუნების მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებებს სწორედ ამ შენობაში ატარებს.

სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტს, ავლაბრის ყოფილ რეზიდენციაში უმასპინძლა, სადაც შესვლას გაპრეზიდენტებამდე კატეგორიულად გამორიცხავდა. აღმოჩნდა, რომ ორბელიანების სასახლე ვერც ამდენ სტუმარს იტევს და არც საზეიმო ცერემონიებისთვისაა გათვლილი.   

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავლაბრის სასახლის ნაწილს საზეიმო მიღებებისთვის არა მარტო პრეზიდენტი, არამედ ყველა გამოიყენებს, ვისაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ეყოლება. სასახლის მეორე ნაწილს კი კულტურულ-საგანგნამათლბლო ფუნქცია ექნება.

ახლა მთავრობა იძულებულია ორივე სასახლე შეინახოს იმის მიუხედავად, რომ ავლაბრის რეზიდენციის დაწუნების ერთ-ერთი მიზეზი მისი ექსპლუატაციის სიძვირე იყო. ცვლილება კი ბიუჯეტს ცოტა არ დაუჯდა.

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაირკვა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია მზად არ იყო. სამუშაოების დასასრულებლად 2,5 მილიონი გამოიყო, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნებოდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი ინახავს ავლაბრის სასახლეს მთელი თავისი ინფრასტრუქტურით და უნდა შეინახოს ათონელის სასახლეც.

სალომე ზურაბიშვილის მიერ კვიპროსის პრეზიდენტის მიღებას "ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტოდ დაწუნებულ სასახლეში თვალყურს ოპოზიცია დღეს შორიდან ადევნებდა და ამბობდა, რომ "ოცნება" საკუთრ არგუმენტებში დაიკარგა. ძველსა და ახალს შორის - იქიდან, როცა როცა ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს ავლაბრის სასახლის კომუნალურ ხარჯებს უთვლიდა, იქამდე, ვიდრე ახალი პრეზიდენტს საზეიმო მიღებისთვის ერთის ნაცვლად 2 სასახლე დასჭირდა.

დღის ამბები