24 მაისი 2019,   20:15
ვრცლად
გაყალბებული სიები ზუგდიდში - ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ე.წ. კარუსელისთვის ემზადება

გაყალბებული საარჩევნო სიები ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბის წევრები დღეს მე-12 საჯარო სკოლის ყოფილ შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც მათი ინფორმაციით, ათეულობით დევნილია რეგისტრირებული. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 100 ამომრჩეველი ცხოვრობს, რეალურად კი სკოლა უკვე 4 წელია აღარ არსებობს, მის ადგილზე კი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება შუალედური არჩევნების გასაყალბებლად და ე.წ. კარუსელისთვის ემზადება.

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებები მმართველი გუნდის წევრები აბსურდულად მიიჩნევენ. მათი თქმით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად საარჩევნო სიები შეკითხვებს არ იწვევდა.

ოპოზიციის განცხადებებს დღე საოლქო კომისიაშიც უპასუხეს, სადაც განაცხადეს, რომ  ყველა საარჩევნო სუბიექტს ამომრჩეველთა ერთიანი სიები გადაცემული აქვს და თუ სადმე რამე ხარვეზი აღმოჩნდება, მათ შეუძლიათ ინფორმაცია საოლქო კომისიას მიაწოდონ.

საოლქო კომისიებს საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 5 მაისამდე აქვთ. 

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე
დღის ამბები