20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
„რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი? მგონი შესანიშნავი დანიშნულება აქვს" - ეკონომიკის მინისტრი ორი საპრეზიდენტო სასახლის ფუნქციონირებაში პრობლემას ვერ ხედავს 

„რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი? მე მგონი შესანიშნავი დანიშნულება აქვს ამ მომენტში“- ასეთია ეკონომიკის მინისტრის პასუხი კითხვაზე, რამდენად გამართლებულია ორი საპრეზიდენტო სასახლის ფუნქციონირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური მიღებებისთვის, მის მიერვე დაწუნებულ ავლაბრის რეზიდენციას იყენებს, პარალელურად კი ფუნქციონირებას განაგრძობს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეც.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე როგორც სალომე ზურაბიშვილი ასევე "ოცნების" წევრები ამბობდნენ რომ ავლაბრის სასახლის შენახვა ძვირი ჯდებოდა და ამიტომ ამ მასშტაბები შენობა საჭირო არ იყო. თუმცა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის ნაცვლად ქვეყანა ახლა ორ სასახლეს ინახავს.

„თუ ეს არის საერთო გადაწყვეტილება მე ამას დავეთანხმები. ამ სასახლის დანიშნულება ხომ სხვა არის? ეს არის ჩვენ ორგანიზება რომ გავუკეთოთ ასეთი ტიპის ღონისძიებებს,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები