23 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
"დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაუხლახავია" - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუზე

ქორთიარდ მერიოტი ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის მონაწილეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე მსჯელობენ. ღონისძიება საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა გახსნეს. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში, დასაქმება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

„საერთაშორისო რეიტინგებში, წლევანდელი მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის  მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მერვე ადგილზე ვართ. მიუხედავად ამ წინსვლისა ჯერ კიდევ ვდგავართ გამოწვევების წინაშე. დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაუხლახავია ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ სამიოდე წლის წინ კვიპროსი იყო მსხვილ ინვესტორთა ათეულში. ვიმედოვნებ, რომ ეს ინტერესი არ განელდება და ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო გაფართოვდება,“-განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოსა და კვიპროსის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა ნიკოს ანასტასიადისმა. კვიპროსის პრეზიდენტმა მის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კვიპროსის პირველი პირი საქართველოში ჩამოვიდა.

„საქართველოსა და კვიპროსს ხანგრძლივი და გამორჩეული ურთიერთობის ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ღრმა და მჭიდრო ისტორიულ, პოლიტიკურ კულტურულ და რელიგიურ კავშირებს. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამ ურთიერთობებს და მისალმება მათ გაღრმავებას. ამ კუთხით დღევანდელი ჩემი ვიზიტი ისტორიულია, რადგან ეს არის კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მიმაჩნია რომ ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ადასტურებს რომ ჩვენ ვიზიარებთ საერთო ფუნდამენტალურ ღირებულებებს,“-განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა

დღის ამბები