24 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
„არა ბიძინას სასამართლოს!“ "სასამართლო კლანის გარეშე" - უზენაეს სასამართლოსთან აქცია იმართება

„კლანი უნდა წავიდეს!“ „არა ბიძინას სასამართლოს!“ "სასამართლო კლანის გარეშე" - ამ ლოზუნგებით უზენაეს სასამართლოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მიერაა ორგანიზებული. 

აქციის ორგანიზატორები სასამართლოსთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ და  სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყონ.

დღის ამბები