20 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი რობერტ მალერის საგამოძიებო დასკვნის რედაქტირებულ ვერსიას გამოაქვეყნებს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი რობერტ მალერის საგამოძიებო დასკვნის რედაქტირებულ ვერსიას გამოაქვეყნებს. დოკუმენტის გასაჯაროებამდე კი გენპროკურორი უილიამ ბარი პრესკონფერენციას გამართავს. უილიამ ბარის შემდეგ კი ჟურნალისტებთან შეხვედრას აპირებს დონალდ ტრამპიც.

რობერტ მალერი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის შტაბის რუსულ კავშირებს ორი წელი იძიებდა. 400 გვერდიანი საგამოძიებო დასკვნა მან იუსტიციის დეპარტამენტს ერთი თვის წინ წარუდგინა.

გენპროკურორმა მხოლოდ მისი მოკლე შინაარსი გამოაქვეყნა. უილიამ ბარის მიერ მომზადებული 4 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, მალერის კომისია რუსეთთან ტრამპის შტაბის ფარულ თანამშრომლობას არ ადასტურებს.

დღის ამბები