ბანგლადეშის პოლიციამ 19 წლის გოგონას დაწვის ფაქტზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა. საზარელი შემთხვევა ქალაქ ფენიში მოხდა.
ნუსრატ რაფიმ სასწავლებლის დირექტორს სექსუალური ძალადობისთვის პოლიციაში უჩივლა. საჩივრის საფუძველზე რელიგიური სკოლის დირექტორის დაკავება მოხდა, რაც სტუდენტთა ნაწილმა გააპროტესტა. ამის შემდეგ თავს გოგონასაც დაესხნენ და საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი, ის სკოლის შენობის სახურავზე მოტყუებით აიყვანეს, ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
გოგონამ სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო. მან დამნაშავეების დასახელება მოასწრო და თავდასხმიდან 5 დღეში დაიღუპა.