20 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ რა გითხრათ, როდესაც მიხვედით კითხვით, რა ვქნაო? - ნადირაშვილი ოხანაშვილს მიმართავს

"არ გახსოვთ პარლამენტის თავმჯდომარემ რა გითხრათ, როდესაც მიხვედით კითხვით, რა ვქნაო? რა გიპასუხათ ოპოზიციასთან დაკავშირებით?,“ – ამ კითხვით „ევროპული საქართველო“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართა. 

ოპოზიციის წევრი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძის ბილწსიტყვაობას  გამოეხმაურა. ირმა ნადირაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე უცენზურო სიტყვებს არ უნდა იყენებდეს.

დაკავშირებული სურათი

„მაინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარეს რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის მისამართით, ან რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მისამართით. იმით, რომ  ასე მოუწოდებთ, არ მინდა ამ სიტყვების გამეორება, პრობლემა არ მოგეხსენებათ, პრობლემა დარჩება. „რა ვერ გაიგეთ ბატონო ანრი, არ გახსოვთ პარლამენტის თავმჯდომარემ რა გითხრათ, როდესაც მიხვედით კითხვით, რა ვქნაო? რა გიპასუხათ ოპოზიციასთან დაკავშირებით. არ ვთვლი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე უნდა იქცეოდეს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს უცენზურო სიტყვების გაჟღერების გამო ბოდიშის მოხდა ურჩია.

სესიის ვიდეოჩანაწერიდან დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.

„ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე!“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს.

თავად პარლამენტის თავმჯდომარე მისი მხრიდან ბილწი სიტყვების გაჟღერებას კატეგორიულად უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები