25 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
ვინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება, ეს ხდება დამშვიდობების მიზეზი - ბესელია ქობულიაზე

„უკვე ტენდენციად იქცა, რომ ის, ვინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება და დაიცვას პოზიცია, მმართველ პარტიაში ეს ხდება დამშვიდობების მიზეზი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შეფასებისას გააკეთა.

ეკა ბესელია გიორგი ქობულიასა და მმართველი გუნდისგან მომხდართან დაკავშირებით განმარტებებს ელის. დეპუტატი ამბობს, რომ ქობულიას გუნდისგან რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა მის მიერ თანამდებობის დატოვება. მისივე განცხადებით, „ოცნებაში“ განსხვავებულ აზრს დევნიან და მორჩილება განსაზღვრავს იმას, შეინარჩუნებს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა თანამდებობას.

Image result for ეკა ბესელია„მეც და სხვებსაც გვქონდა ინფორმაცია მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ და ეს ინფორმაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა გარეთ. იყო გარკვეული საკითხებზე, რაზეც იყო განსხვავებული პოზიციის მატარებელი. უკვე ტენდენციად იქცა, რომ ის, ვინც ცდილობს, ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება და დაიცვას პოზიცია, მმართველ პარტიაში ეს ხდება დამშვიდობების მიზეზი. შესაძლოა, ზოგი ვითომ იღებს გადაწყვეტილებას, ზოგის მიმართ შესაბამისმა პასუხისმგებელია პირმა მიიღეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენცია ჩანს, რომ მორჩილება ხდება ერთ-ერთი განმსაზღვრელი  მმართველი პარტიაში თანამდებობაზე ყოფნის. ის, რომ ოცნების თავმჯდომარე ვერ ეგუება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ადრე ასატანი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკმაოდ მტკივნეულად აღიქმება,“ - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები