21 ივლისი 2019,   05:09
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"პროცედურას თქვენ არღვევთ", "პოლემიკაში ვერ შემოვალ თქვენთან" - დაპირისპირება ბესელიასა და კობახიძეს შორის

"პროცედურას თქვენ არღვევთ ბატონი ირაკლი მთელი დღეა,“ - ასე მიმართა „ქართლი ოცნებიდან“ წასულმა ეკა ბესელიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს.  

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ, ბესელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, თუ რატომ არ არის გაზიარებული მმართველი გუნდის მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მისი თქმით, დოკუმენტის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კობახიძემ ბესელიას მიმართა, რომ პროცედურებთან დაკავშირებით მისთვის სიტყვა არ მიუცია, რის შემდეგაც თავად „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარე პროცედურების დარღვევაში.  

„საერთოდ არ განვიხილოთ მაშინ და პირდაპირ უყარეთ კენჭი... თქვენ საერთოდ არ გაქვთ კომენტარებს გაკეთების უფლება ამ პროცედურით და არ უნდა ერთვებოდეთ მუდმივად კომენტარებით. ეს რეგლამენტში წერია. დაიცავით რეგლამენტი,“- მიმართა ბესელიამ კობახიძეს, რაზეც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ დეპუტატთან პოლემიკაში ვერ შევიდოდა.

„პოლემიკაში ვერ შემოვალ თქვენთან“- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

ამავე თემაზე
დღის ამბები