19 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო

პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ნინო ლომჯარიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა ესაუბრა, თუმცა მიმდინარე დებატების გამო, ომბუდსმენის მოსმენა ვერ მოესწრო. 

ნინო ლომჯარიას საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, ხვალ მოუსმენენ.

ამ წუთებში პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება.

ვენეციის კომისიამ ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ წარდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

დღის ამბები