16 აპრილი 2024,   19:49
ვრცლად
მეფე დედოფალს ემუქრება - ბაგრატიონ-გრუზინსკების და ბაგრატიონ-მუხრანელების ახალი სკანდალი 

საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრე ქალს ძალადობაში დადანაშაულებული ყოფილი მეუღლე ემუქრება. სამეფო ტახტისთვის, ქონებისთვის და ფიზიკური ძალადობის გამო დაწყებული საქმეების შემდეგ ბაგრატიონების საქმეში ახლა შანტაჟი გაჩნდა.

დავით ბაგრატიონის სახელით ანა ბაგრატიონის ადვოკატს მუქარა, სამეფო სახლის მეთაურის ვექილმა ტელეფონით გადასცა. ლევან ჩხაიძემ ლევან გორელაშვილს ოფისში დაურეკა, სადაც ყველა სატელეფონო საუბარი იწერება.

დავით ბაგრატიონი ანასთან კონტაქტს ბოლო რამდენიმე დღეა, ცდილობს. ანა ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონმა ყოფილ მეუღლეს პირადად დაურეკა, იტირა და დიდი ფული შესთავაზა თუ ის ყველა დავას შეწყვეტდა ქონებაზეც, სამეფო ტიტულების გაცემაზეც ძალადობაზეც.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი კომპრომატი, რადგან მას შვილი არასდროს უცემია, შესაბამისად, დავითის დანაბარების არ ეშინია და არცერთ საქმეზე უკან დახევას არ აპირებს.

დავით ბაგრატიონის ადვოკატმა არაფერი არ უარყო და განმარტა, რომ დავითის დანაბარები ანას ადვოკატს ნამდვილად გადასცა, თუმცა ეს დიდგვაროვნის მხრიდან მუქარა არ ყოფილა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სამოქალაქო დავის შეწყვეტას მხოლოდ ერთი პირობით აპირებს, თუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელ ბატონიშვილი უარს იტყვის საქართველოს სახლით ტიტულების გაცემაზე. ამ საკითხს კი დავითი არ განიხილავს.

დღის ამბები