26 მაისი 2019,   00:13
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის წესი - სახალხო დამცველი დამცველი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგება 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კანონპროექტს დეპუტატები მეორე მოსმენით დღეს კენჭს უყრიან. მანამდე კი, კანონმდებლების წინაშე ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით საკუთარ მოსაზრებას სახალხო დამცველი წარადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ომბუდსმენი საკანონმდებლო ორგანოში თავისი ინიციატივით მიდის.

“ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც არეგულირებს მოსამართლეების ნომინირებას ამბობს, რომ მოსამართლეთა ნომინირების დროს, უნდა მოხდეს იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც საუკეთესო შედეგებს იღებს. ჩემი მოსმენის შემდეგ დეპუტატებს ექნებათ სრული ინფორმაცია მიიღონ გადაწყვეტილება, დაუჭერენ თუ არა ამ ფორმით კანონპროექტს მხარს. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ფორმალური, გარდა ამისა არსებობს რეგლამენტში შესაძლებლობები, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს განხილვას,“-განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომარიამ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და კანონპროექტს რეალური ცვლილების გარეშე დაამტკიცებს.

დღის ამბები