20 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება... უნდა ვისაუბროთ, რაღაც ტიპის უთანხმოებაზე მასსა და პრემიერს შორის - კაკულია 

„გიორგი ქობულიამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან კაკულიამ გააკეთა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ქობულია გააკრიტიკა.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მინისტრის თანამდებობა და სამინისტროში არსებული გარემო ქობულიასთვის, როგორც სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანისთვის, უცხო აღმოჩნდა.

კაკულიამ გადაყენების მიზეზზე საუბრისას, პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს შორის დაპირისპირება არ გამორიცხა.

„გიორგი ქობულიამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. ამას მაინც და მაინც კრიტიკით არ ვამბობ მის მიმართ. ძალიან დიდი სამინისტროა. მისთვის ეს გარემო თავისთავად ცხადია ცოტა უცხო იყო, ის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. უნდა ვისაუბროთ რაღაც ტიპის უთანხმოებაზე, მასსა და პრემიერს შორის, რომელზეც თვითონ უნდა გააკეთოს განცხადება,“-ამბობს რომან კაკულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები