20 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
მოსამართლე კაკაბაძე ფადი ასლის წინააღმდეგ - უზენაესმა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა 

ფადი ასლის წინააღმდეგ მოსამართლის მიერ შეტანილი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ვლადიმერ კაკაბაძის მხრიდან ჩივილის საფუძველი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან მოსამართლე ​კორუმპირებულად მოიხსენია.

მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კაკაბაძე 20 ათას ლარს ითხოვდა. მან ორი ინსტანცია მოიგო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ფადი ასლის მტკიცებით, ის გაამართლა.

მოსამართლის კორპუმპირებულად მოხსენიებას წინ უძღოდა მისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ.

„პროცესი“ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ მართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ. ამის შესახებ მან თავად განაცხადა 2018 წლის შემოდგომაზე, სატელევიზიო ეთერის საშუალებით. მოსამართლე კაკაბაძის სარჩელი ჩემს წინააღმდეგ მოსამართლეების კლანის წევრების დიდმა ნაწილმა დააკმაყოფილა, რადგან მათ არ სურდათ ვინმეს მათი კორუმპირებულობის შესახებ ესაუბრა. ჩვენ წავაგეთ საქმე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში და ძალიან გაკვირვებული დავრჩი როდესაც უზნაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანა. ეს იმას ნიშნავს რომ ამ ინსტანციაში არიან მოსამართლეები, რომლებზეც ე.წ. მოსამართლეების კლანს არ აქვს დიდი გავლენა. კლანის წევრი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში მოხვედრის შემთხვევაში ის სრულიად დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას. საქართველოში სასამართლო სისტემას უკვე აქვს ძალიან ცუდი რეპუტაცია და ეს ვითარებას გაცილებით უარესს გახდის,”-განაცხადა ფადი ასლიმ.

დღის ამბები