26 მაისი 2019,   00:17
ვრცლად
ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა - განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო იყო 

ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში არსებული პრობლემები იყო. ამის შესახებ თავად კერსტი კალიუ-ლაიდმა, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ესტონეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ესტონეთის ლიდერმა თქვა, რომ რუს კოლეგასთან საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტების მოგვარების შესაძლო სცენარებზე ესაუბრა.

კონფლიქტებთან დაკავშირებით კერსტი კალიუ-ლაიდმა რუსულ გამოცემა “კომერსანტთანაც” ისაუბრა და განაცხადა, რომ ესტონეთი, როგორც ევროკავშირის წევრი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, კრემლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში.

კერსტი კალიუ-ლაიდის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ქვეყნების ლიდერები ვერ შეთანხმდნენ.

დღის ამბები