24 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
კომერციული მოსყიდვა და 2 440 ლარი ე.წ. „ატკატი“-ს სახით - დაკავებულია "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატი“-ს სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დღის ამბები