23 აგვისტო 2019,   19:02
ვრცლად
მე ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს - დავით სერგეენკო ქობულიას გადაყენებაზე 

მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი - ასეთია დავით სერგეენკოს პასუხი კითხვაზე მიიღო თუ არა გიორგი ქობულიას გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია არსებობდა თუ არა რაიმე სახის დაპირისპირება ივანიშვილსა და ქობულიას შორის. დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში საუბარი შედგა. მისივე განცხადებით, ქობულიას გადაყენებაში უცნაური არაფერია და ცვლილებები მთავრობაში მომავალშიც იქნება. 

"არ ვარ განწყობილი, რომ ტერმინოლოგიური კორექტირებები შევიტანო, მაგრამ მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა თუმცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი რადგან ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია, არაა ჩემთვის ცნობილი. 

მე ყველა კოლეგასთან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. კონსულტაციები ხშირად არის, თუმცა მედიის დიდი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ ამ კონსულტაციების დეტალები გავასაჯაროვო,"-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

 

დღის ამბები