25 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები პირველ ტელედებატებს გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები პირველი ტელედებატებისთვის ემზადებიან. ტელედუელი პეტრო პოროშენკოსა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის ორ რაუნდად გაიმართება. პირველი ტური ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის დროით საღამის 7 საათზე დაიწყება, მეორე რაუნდი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში 21 საათზეა დაგეგმილი.

კანდიდატებს წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების უფლება 19 აპრილამდე აქვთ.

დებატების წინ პეტრო პოროშენკომ ტელემიმართვა გაავრცელა და აღიარა, რომ 5 წლიანი მმართველობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში  წინსვლებიც შეინიშნება. ამის დასტურად მან  უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, დამოუკიდებელი ეკლესია, ძლიერი არმია და გაზრდილი უცხოური ინვესტიციები დაასახელა.

პეტრო პოროშენკომ მოსახლეობის წინაშე პირობა დადო, რომ არ დანებდება და უკრაინისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

დღის ამბები