25 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
არეულობა ჩრდილოეთ ირლანდიაში - სროლის შედეგად 29 წლის ჟურნალისტი დაიღუპა

 ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ლონდონდერის ცენტრში მასობრივი არეულობის დროს ნიღბიანმა ახალგაზრდებმა პოლიციას ჯერ ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად  ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.

29 წლის ლირა მაკკი ქალაქში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, როდესაც ბრმა ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არეულობა ლონდონდერიში 1916 წელს მომხდარ სააღდგომო ამბოხებისადმი მიძღვნილ აქციაზე დაიწყო. მსვლელობას რადიკალების ჯგუფი გამოეყო. მათ შენობები დაარბიეს და პოლიციის მანქანები დაწვეს. თავდასხმას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

დღის ამბები