შს მინისტრის მოადგილე ვარკეთილში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებას ეხმაურება. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაულის გახსნა მალე მოხდება. მინისტრის მოადგილე მომხდარს სამწუხარო ფაქტს უწოდებს.
შს მინისტრის ბანკების გახშირებულ დაყაჩაღებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას სტატისტიკური მონაცემებით პასუხობს, რომლის მიხედვითაც მეზვრიშვილის თქმით, კრიმინალი შემცირებულია.
"სამწუხაროდ ყაჩაღობის ფაქტი მოხდა ვარკეთილში, ინტენსიურად მუშაობს ახლა ადგილზე პოლიცია. შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება და დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე მოხდება ამ დანაშაულის გახსნა, ისევე როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პოლიცია საკმაოდ ეფექტური და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით,"-განაცხადა მეზვრიშვილმა.
ვარკეთილში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დღეს დღის პირველ ნახევარში დააყაჩაღეს. ამ დრომდე უცნობია მოახერხეს თუ არა შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ბანკში შეიჭრნენ თანხის წაღება. დაჭრილია ორი ადამიანი.