19 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობას სავარაუდოდ "ოცნების" წარმომადგენელი თორნიკე მჟავანაძე დაიკავებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე ნათია კაპანაძეს სავარაუდოდ თორნიკე მჟავანაძე ჩაანაცვლებს. ის აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ თორნიკე მჟავანაძე დაიკავებს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის ვაკანტურ პოსტს.

რაც შეეხება ნათია კაპანაძეს, ის დღევანდელ ბორდის სხდომაზე 4 ხმით ერთის წინააღმდეგ გადააყენეს. ცნობილია, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სასამართლოში მის ინტერესებს საია დაიცავს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესი ისედაც ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და კაპანაძის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე, რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული პირის დანიშვნა, ტელეკომპანიის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

Image result for სულხან სალაძე„თუ კი ახალი დირექტორის შერჩევა მოხდება ისე, რომ ეს ადამიანი დაკავშირებული იქნება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან ან მისი საქმიანობა ახლო წარსულში თუ ამ დროინდელი იქნება პოლიტიკური საქმიანობასთან კავშირში ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. ასეთი გადაწყვეტილებები და ასეთი პირების მოსვლა, ახლა არ ვლაპარაკობ ბატონ მჟავანაძეზე კონკრეტულად, ზოგადად ვლაპარაკობ შეფასების ნაწილში, ეს ყოველთვის აზიანებს მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებულ გარემოს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ნათია კაპანაძის თორნიკე მჟავანაძით შესაძლო ჩანაცვლებას მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებს საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორი. ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ მმართველ ძალას ამ შემთხვევაში არ აწყობდა დამოუკიდებელი ხელმძღვანელი.

Image result for ლაშა ტუღუში

„საბჭომ თქვა, რომ პოლიტიკური პროცესია რაც არის და აქედან გამომდინარე რისკები, მომავალი არჩევნების თვალსაზრისით თუ შევაფასებთ იზრდება მედიისთვის. იმიტომ, რომ ამ არსებულ  პოლიტიკურ ძალებს, პირველ რიგში მმართველ ძალას არ აწყობს დამოუკიდებელი, დაბალანსებული ხელმძღვანელები,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

აჭარის სამეურვეო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორიც. ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მან ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, რომლის გამოც ნათია კაპანაძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

Image result for ნატა ძველიშვილი„ჩამოთვლილ პრეტენზიებში რაც ჰქონდათ საბჭოს წევრებს, მე ვერ ვნახე ვერც ერთი რომელიც შიდა სამუშაო პროცესში არ შეიძლება გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება  ფინანსურ საკითხებს, არსებობს აუდიტის დასკვნები , რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ ეს გადაწყვეტილება, დირექტორის იმპიჩმენტი არ არის რიგითი გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება თავისი არსით,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები