25 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
გიორგი ქობულიას სავარძელი ყოფილი მინისტრის სკანდალურ განცხადებებს შეეწირა

გიორგი ქობულიას სავარძელი ყოფილი მინისტრის სკანდალურ განცხადებებს შეეწირა - ასე შეაფასა მთავარობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ თითქმის ერთდღიანი დუმილის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლება. ამ განცხადებით, პრემიერმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მინიტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

8 თვის წინ მოსკოვიდან ჩამოყვანილი ეკონომიკის მინისტრის მთავარი პრობლემა, არა კომპეტენცია, გამოცდილება და განათლება, არამედ ის გახდა, რომ ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ფონი ვერ შეაფასა და საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს ფაქტობრივად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქობულიას წასვლა ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილის ანონსის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა მინისტრის გათავისუფლებას 10 დღე დასჭირდა.

როგორც გაირკვა, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილ კოლეგებს გიორგი ქობულია მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე გამოემშვიდობა, თუმცა გადაყენებული მინისტრი ისე შემოიყვანეს და გაიყვანეს შენობიდან, რომ ჟურნალისტებს არ დაენახათ.

გიორგი ქობულიას გადაყენებას დიდი ხანია აანონსებს ოპოზიცია, თუმცა სრული მოულოდნელობა იყო „ქართული ოცნების“ წევრებისთვის.

ეკონომიკის მინისტრის პორტფელი გიორგი ქობულიასგან მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ დაიკავა. სავარაუდოდ, მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე მმართველი გუნდის შიგნით დიდი დისკუსია უძღვოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თურნავას ისეთი პროტეჟეები ჰყავდა, როგორებიც ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან.

გიორგი ქობულიას წასვლის შემდეგ მინიტრთა კაბინეტში ცვლილებები გაგრძელდება. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს კითხვები ლევან იზორიას და ლევან დავითაშვილის მიმართ აქვს. დასრულდება თუ არა ეს პროცესი თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების გადაწყვეტილებით, სულ მალე გახდება ცნობილი.

დღის ამბები