20 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
"ახლა ივანიშვილს დარჩა ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე, ისევ და ისევ „რუსთავი 2“ - ლიკა ბასილაია-შავგულიძე

"ახლა მას დარჩა ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე, ისევ და ისევ „რუსთავი 2“, რომელიც არ ასვენებს და რომლის თაობაზე ტომეულები იქმნება მის პიარსამსახურში, როგორც მან თვითონ ბრძანა,“- ასე გამოეხმაურა ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

საინფორმაციო პორტალის ”Europe for Georgia ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნებაა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება. ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, საზოგადოება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით ახალი ომისთვის უნდა მოემზადოს.

„როგორც ჩვენ, მთელი საზოგადოება უნდა ვემზადოთ დიდი ომისთვის, კვლავ „რუსთავი 2-სთვის“, რადგან, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ახალი შტურმი აქვს დაწყებული თავისუფლების კუნძულების წინაააღმდეგ საქართველოში. წინასაარჩევნოდ სჭირდება მას სჭირდება მაქსიმალური კონსოლიდირება ძალაუფლების, მედიაკუნძულები, რომელიც არ კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისთვის არის სახიფათო. მისი მთავარი ბრძოლა და ოცნება, რომელიც მან ვერა და ვერ განახორციელა ამ წლების განმავლობაში, არის „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება. კობახიძის ენით ივანიშვილი ლაპარაკობს,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები