26 მაისი 2019,   00:14
ვრცლად
ამ ხალხს სურს, სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში - ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს აკრიტიკებს

„ამ ხალხს სურს, სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში,“ - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას.

დეპუტატის შეფასებით, პარლამენტის წევრები, ვინც მხარს არ უჭერენ ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მათ საზოგადოების ბედი არ ადარდებთ.

„ამ ხალხს სურს, სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში, ამ ხალხს არ აინტერესებს ჩვენი საზოგადოების ბედი, მათ არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების უფლებები და ეს არის მათი ამოცანა, რომ სასამართლო გაჩერდეს საქართველოში. ეს ვერ მოხდება, ეს არ მოხდება, ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი მმართველი გუნდი, რომელიც ვეყრდნობით და ვეკიდებით ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

 

დღის ამბები