20 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ხანძარი ქუთაისში - დამწვარი სახლის მეპატრონე ამბობს, რომ უცნობმა სახლში ბენზინიანი ბოთლები შეყარა

ქუთაისში, ავტოქარხნის დსახლებაში, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მეპატრონე ამბობს, რომ უცნობმა პირმა სახლში ბენზინით სავსე ბოთლები შეყარა, რის შემდეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები