20 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ ტერპინებს 12 შვილის 9-წლიანი ტყვეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კალიფორნიის შტატის უზენაესმა სასამართლომ მშობლებს, რომლებსაც 12 შვილი 9 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ და აწამებდნენ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

57 წლის დევით და 50 წლის ლუისა ტერპინებს ციხის დატოვება შეწყალების საფუძველზე მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეეძლებათ.

სასამართლო სხდომაზე ბავშვებმა განაცხადეს, რომ მშობლები მაინც უყვართ და ყველა ჩადენილ დანაშაულს პატიობენ.

ბოდიში მოიხადეს თავად ბრალდებულებმაც.

სამართალდამცველებმა ტერპინები გასული წლის იანვარში მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთმა შვილმა 17 წლის გოგონამ სახლიდან გაქცევა მოახერხა.

დღის ამბები