20 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
ეს არის კონფლიქტი, ვის კადრს დანიშნავდნენ - ოპოზიცია ლაშა ჟვანიას მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წასვლას აფასებს

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 4 თვის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ თანამდებობიდან წასვლის  შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიცია ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან კონფლიქტის გამო ტოვებს თანამდებობას.

ოპოზიციის წევრების თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ადმინისტრაციიდან ბევრი ადამიანი გაათავისუფლა, კადრების გადანაწილების გამო, ზურაბიშვილსა და ვანიას შორის დაპირისპირება მოხდა.

სერგო რატიანი-ის სურათის შედეგი„პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაუშვეს უამრავი ადამიანი და არაერთი ძალიან ძლიერი პროფესიონალი. ეს, როგორც წესი, არის წაშლა ინსტიტუციური მეხსიერების და ინსტიტუციების დანგრევის მცდელობა იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად, აქ მიდის ბრძოლა ადგილებისთვის, ნეპოტიზმია მთავარი მამოძრავებელი, როგორც ჟვანიასი, ისე, როგორც ჩანს, პრეზდენტის და მათ შორის, როგორც ჩანს, ამ ფონზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის კონფლიქტი, ვის კადრს დანიშნავდნენ ამა თუ იმ თანამდებობაზე იმ ფონზე, როცა უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაყარეს ბოლო თვეების განმავლობაში,“ - განაცხადა ევროპულ საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ადრე წავა ქართული ოცნებიდან, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მათი თქმით, მოსახლეობა საბოლოოდ მოქმედ ხელისუფლებას მალე დაემშვიდობება.

ზურაბ მელიქიშვილი-ის სურათის შედეგი„ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, მათ ყველაზე კარგად იციან, რა მოუტანა მათმა მმართველობამ ამ შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას. გაზრდილი გაჭირვება, გაზრდილი კრიმინალი, დაცემული და დაშლილი ეკონომიკა, გაზრდილი უმუშევრობა, უფრო მეტი ადამიანი გაქცეული საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად. მათ იციან, რომ ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს და განაჩენს მათ ძალიან მალე დაუყენებს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური შემოდგომა, ამას ყველაზე კარგად გრძნობენ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ. ვინ ადრე წავა, ვინ გვიან წავა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ ძალიან მალე დაემშვიდობება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 4 თვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ადმინისტრაციის უფროსი ტოვებს. ლაშა ჟვანიამ ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი მაისიდან ადმინისტრაციიდან წავა და ისევ საპატრიარქოს ფონდში დაბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები