19 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
ძლიერმა შტორმა ალაბამა და მისისიპი დააზარალა

შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად მისისიპისა და ალაბამას შტატები დააზარალა. არის მსხვერპლიც.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი.

დაზარალებულ შტატებში 150 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეც დარჩა.

შტორმი ამ დროისთვის აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით მოძრაობს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, სანაპირო ზოლზე ტორნადოებიც მოსალოდნელია.

დღის ამბები