24 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა ქაბულში კომუნიკაციების სამინისტროზე

ქაბულის ცენტრში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა - შეიარაღებული პირები ავღანეთის დედაქალაქში კომუნიკაციების სამინისტროს დაესხნენ თავს.

სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც მეორემ შენობაში შეღწევა შეძლო, მესამეს კი პოლიციამ ესროლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ის ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის მოლაპარაკებების შეწყვეტას დაემთხვა.

შეხვედრა დღეს და ხვალ დოჰაში უნდა გამართულიყო, თუმცა, ის ავღანეთის დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თალიბებმა ჩაშალეს.

დღის ამბები