14 ოქტომბერი 2019,   15:57
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო ტალღის 23-ე რაუნდი პარიზში

მოძრაობა ყვითელი ჟილეტების საპროტესტო ტალღის 23-ე რაუნდი პარიზში არეულობის ფონზე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა დედაქალაქის ცენტრში უკვე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

შეტაკების დროს დემონსტრანტებმა პოლიციის მოტოციკლები დაწვეს, ძალოვანები კი აქტივისტების შეჩერებას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობენ.

ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებაც.

აქციის გამო პარიზში რამდენიმე მეტროსადგური დაიკეტა.

დედაქალაქის გარდა, გამოსვლები მიმდინარეობს საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში.  უსაფრთხოებას კი ქვეყნის მასშტაბით 60 ათასამდე პოლიციელი იცავს.

დღის ამბები