19 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხიმერიკი გორში შეხვედრას მართავს - მას სტვენით დახვდნენ და პუტინის სურათები დაწვეს

პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხიმერიკი გორშია. ის არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობა და სამართლიანობის ორგანიზებულ შეხვედრას ესწრება.

ორგანიზაციის დამფუძნებელი, ზურაბ მეზვრიშვილი, აცხადებს, რომ შეხვედრის მიზანია, ხალხს რუსეთთან კეთილმეზობლობის შესახებ ესაუბრონ.

ხომერიკის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. ნაცმოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა ის სტვენით და შეძახილებით გაატარეს. მოგვიანებით კი კინო-თეატრ გამარჯვების წინ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს, პუტინის სურათები დაწვეს.

შეხვედრის ორგანიზატორმა, ზურაბ მეზვრიშვილმა, კი ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა, მას თავში დახვეულ გაზეთს ურტყამდა.   

დღის ამბები