20 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
10 არასრულწლოვანი ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ - მათი მოწამვლის სავარაუდო მიზეზად სოსისი სახელდება

10 არასრულწლოვანი უმძიმესი ინტოქსიკაციის დიაგნოზით რეანომობილებს ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ.

ზუგდიდის რეფერალურიდან გამოსვლის დროს უკრაინის მოქალაქემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ქუთაისში კი მან კურიერთან თქვა, რომ ის საქართველოში ტრანზიტული გავლით იმყოფება და მიდის მეუღლესთან შესახვედრად. ამასთან, ის ამბობს, რომ ათივე მისი შვილია და ამის შესახებ საავადმყოფოშიც განაცხადა.  

შეგახსენებთ, რომ იგივეს ამბობს კურიერთან სატელეფონო კომენტარისას მისი მეუღლე, როემლიც ამჟამად რუსეთში იმყოფება. ეს ამბობს, რომ მისი მეუღლე და შვილები სოხუმში მიდიოდნენ და ზუგდიდში საბუთებს ელოდებიან. თავადაც სოხუმში აპირებს ჩასვლას. 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის თქმით, 7 ბავშვი უკვე გადაყვანილია და კიდევ სამის მიყვანას ელოდებიან.

„მივიღეთ ბავშვები, შვიდი ბავშვიდან 6 გოგონაა და ერთი ბიჭი. ყველაზე უფროსი არის 10 წლის, ყველაზე უმცროსი ერთი წლის. მათ ახლავთ ერთი დედა და უკავშირებენ კვებით ინტოქსიკაციას, სოსისი აქვთ მიღებული,“ - განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის მუხლით უკვე დაიწყო.

საგამოძიებო უწყებამ უნდა გაარკვიოს, არიან თუ არა არასრულწლოვნები შესაძლო ტრეფიკინგის მსხვერპლი, რადგან მათ დოკუმენტაციაში საეჭვო გარემოებები აღმოაჩინეს.

ქალბატონი, რომელმაც ბავშვები, მოსკოვიდან გუშინ ზუგდიდში ჩაიყვანა, ამტკიცებს, რომ 10-ვე არასრულწლოვანი მისი შვილია, დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ 10-დან 4 ბავშვი ერთსა იმავე წელს - 2017-ში დაიბადა.

დღის ამბები