20 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
"გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის ჩამოსვლის შემდეგ, უარი მომივიდა" - ბერლინში მცხოვრები ემიგრანტი

„როდესაც იყო ქალბატონი სალომე ჩამოსული გერმანიაში, მისი ჩამოსვლის შემდეგ მომივიდა უარი, რადგან მითხრეს, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა,“- ეს განცხადება კურიერთან ბერლინში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ გააკეთა.

ქართველი ემიგრანტების თქმით, გერმანიაში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ასახელებენ.

„ამის შესახებ მომახსენა ჩემმა მეგობარმა, რომელიც საემიგრაციო სამსახურში მუშაობს, გერმანელმა. იუსტიციის სამინისტროდან ყოველ შეხვედრაზე ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პირველი მოთხოვნა არის, რომ გამოუშვით უკან,“ - განაცხადა ოთარ მოწონელიძემ.

კიდევ ერთი ემიგრანტი, არტი წაქაძე, მიიჩნევს, რომ პრობლემების გადასაჭრელად გამოსავალს რევოლუციურ ცვლილებებში ხედავს.

„ჩვენ გვჭირდება ძირეული ნახტომები სახელმწიფოსი, სახალხო მმართველობის შემოღების და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის თვალსაზრისით,“- აღნიშნა რატი წაქაძემ.

ამ წუთებში ბერლინში მყოფ ემიგრანტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვდება. მოძრაობის ერთად სახლშის წევრები გერმანიაში შეხვედრას მართავენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები