20 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია - რა უთხრა ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტზე ადმინისტრაციის თანამშრომლებს

"რას აკეთებთ?" - ასე მიმართა კურიერის ჟურნალისტს საქართველოს პრეზიდენტმა ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

პრეზიდენტის გუნდში რყევებია. ადმინისტრაციის უფროსი პოსტიდან მიდის და აცხადებს, რომ საპატრიარქოში ბრუნდება.

კურიერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლაშა ჟვანიას მიერ ნათქვამი უამბო.

მისი თქმით, ჟვანიამ მათ უთხრა, რომ ამ ქალთან, გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილს, მუშაობა შეუძლებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან არსებულ კონფლიქტზე დასმულ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები