24 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილი კედელს მიანარცხა

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილმა დაზიანებები მიიღო, ბავშვი ხელში ბებიას ეჭირა, გაწევ-გამოწევის დროს პატარა კედელს მიანარცხეს.

ჩვილი საავადმყოფოში პარასკევს გამთენიისას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ჩვილი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მოტეხილი აქვს მარჯვენა თხემის ძვალი. სავარაუდოდ, მამამ ბავშვი კედელზე იმ სიძლიერით მიანარცხა, რომ ქალატვინის დაზიანება მიიღო.

შემთხვევა დადიანის 104 ნომერში მოხდა. ინციდენტის ადგილას დავით სარალიძის დედა და სიდედრიც იმყოფებოდნენ. ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ სცემდა 25 წლის მამაკაცი 6 კვირის ორსულ ცოლს და როგორ გაიმეტა ერთადერთი შვილი.

ცოლისა და შვილის ცემისთვის დაკავებული მამაკაცის დედამ იმ მოტივით, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, ინტერვიუზე კურიერს უარი უთხრა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ 2018 წლიდან ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, რაზეც დაკავებული ქმრის მშობლები დუმდნენ.

დაკავებული ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს. მისი პატიმრობის კანონიერებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ისევ გისოსებს მიღმა დატოვა. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, გამოძიების პროცესში იმ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რომლებმაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი დამალეს.

5 თვის ჩვილს მეთვალყურეობას, ექიმებთან ერთად, საკუთარი დედაც უწევს. ახალგაზრდა გოგო, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბავშვის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის არ დარჩა. მას სახეზე და მთელს სხეულზე ათობით სისხლნაჟღენთი აქვს.

დღის ამბები