20 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
ათი არასრულწლოვანი უკრაინიდან - ქართველი სამართალდამცავები ბავშვებით შესაძლო ვაჭრობის ფაქტს იძიებენ

უკრაინიდან ჩამოყვანილი არასრულწლოვანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქალი და 10 ბავშვი ამ დროისთვის ქუთაისის ინტენსიურ დაავადებათა ცენტრში გადიან მკურნალობას. ისინი გუშინ  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციით ღამით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კი მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ყვებიან, რომ ბავშვები უმძიმეს პირობებში იყვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის მუხლით უკვე დაიწყო. საგამოძიებო უწყებამ უნდა გაარკვიოს, არიან თუ არა არასრულწლოვნები შესაძლო ტრეფიკინგის მსხვერპლი, რადგან მათ დოკუმენტაციაში საეჭვო გარემოებები აღმოაჩინეს. ქალბატონი, რომელმაც ბავშვები, უკრაინიდან გუშინ ზუგდიდში ჩაიყვანა, ამტკიცებს, რომ ათივე არასრულწლოვანი მისი შვილია, დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ 10-დან 4 ბავშვი ერთსა იმავე წელს 2017 დაიბადა. 

დღის ამბები