20 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
მოზარდები ქვეყანაში შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ - აქცია ქუთაისში 

მოზარდები ქვეყანაში შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ - საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აქციით გააპროტესტეს ქუთაისში. მერიის წინ მოძრაობის " ერთად სახლში" ორგანიზებით, ახალგაზრდები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ყველას, თბილისში დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

„ეს არის კატასტროფა, ვეღარ გავჩერდი სახლში, არ შემეძლო რომ არ გამოვსულიყავი. რა ხდება ხალხნო, ვიღაცამ ამოიღეთ ხმა, თქვით რაღაცა... შიმშილობს ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობის, ეს საშინელებაა, ეს კატასტროფაა. ქვეყნის მომავალი გვიწყდება შიმშილით“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

დღის ამბები