19 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
პანკისში ვითარება უკიდურესად დაიძაბა-სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო

ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა. ხეობაში დამატებითი ძალებია შეყვანილი, სიტუაცია კი უმართავია. პოლიციამ აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. სამართალდამცავების მისამართით ადგილობრივები ქვებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა, თუმცა ამ ეტაპზე ის სპეცრაზმს არ გამოუყენებია. 

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. დაზიანებები მიიღეს როგორც ადგილობრივებმა ასევე სამართალდამცავებმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები