25 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
„ეს არის ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის" - გიგა ბოკერია პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს 

„ეს არის ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია, პანკსის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.

ბოკერია აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში განვითრებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას, ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკას უკავშირებს.  

"პირველ რიგში მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს პანკისის ხეობაში სიმშვიდისკენ და რა თქმა უნდა, დაუშვებელია ნებისმიერი სახით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ამ რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ აქამდე მივიდა საქმე, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, მისი არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო... კერძოდ, პანკისის რეგიონთან დაკავშირებით, ჩვენ წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებდით მათ იმ სახიფათო ვითარების შესახებ, რომელიც იყო ამ რეგიონში. ხელისუფლების მიმართ ნდობის თვალსაზრისით,  კანონის უზენაესობის თვალსაზრისით და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ ზოგადი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და მისი პოლიტიკის მიმართ არ იწვევს ჩვენი მოქალაქეების ნდობას და მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია. ეს დიდი ხიფათის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია პანკისის ხეობაში, შს მინისტრის, გიორგი გახარიას ჩასვლასაც  გამოეხმაურა.

„ამ რთულ და მძიმე ვითარებაში ის დამოკიდებულება, რომელიც ახლა ჩვენ ვიხილეთ, რომ გაიღიმეთ - მოუწოდებს ცინიკურად ჟურნალისტებს, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ რთულ ვითარებაში და ზოგადად არის მზად, ქვეყნისთვის საჭირო, გააზრებული ნაბიჯების გადასადგმელად, ესეც დიაგნოზია ბატონი გახარიასი და მთლიანად, ივანიშვილის გუნდის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

 

 

დღის ამბები