19 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
მე არ მაინტერესებსო, მე არ დაგითმობთო, ერთ პოლიციელიც თუ დაშავდაო - ადგილობრივები შს მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში ჩასვლამდე შეხვედრა თელავის პოლიციის სამხარეო სამმართველოს შენობაში გამართა.

გიორგი გახარიას თელავში პანკისის რამდენიმე მცხოვრებს შეხვდა, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ საჭიროდ ჩათვალა პანკისში ჩასვლა. შეხვედრის მონაწილე ადგილობრივების განცხადებით, მინისტრმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდება, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წავა.

მისივე ინფორმაციით, შს მინისტრ არ თანხმდება მოსახლეობის მოთხოვნას, დროებით ხეობიდან სამართალდამცველების გაყვანის შესახებ.

„ეს ხალხი შემოიყვანეს და ხალხის განადგურებაზე არიან გადასულები, ასეთი სიტუაცია არის. არის დაძაბულობა, გვირეკავენ, სროლები. მინისტრები მოდიანო, თუ მოდიან იქ ამოვიდნენ. გახარია იყო შეხვედრაზე. მე არ მაინტერესებსო, მე არ დაგითმობთო, ერთ პოლიციელიც თუ დაშავდაო.

მოსახლეობა თუ ზარალდება და შავდება? როგორმე უნდა ვეცადოთ, რომ დავაწყნაროთ სიტუაცია. ვეუბნებით, ვეხვეწებით რომ ძალოვნები გამოიყვანეთ იქედან, რომ განვმუხტოთ ეს მდგომარეობა, არც ეს უნდათ და არ ვიცი ამათ რა უნდათ,“-განაცხადა პანკისის ხეობის  ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომელიც შინაგანს საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

შს მინისტრისა და პანკისის ხეობის რამდენიმე მკვიდრის შეხვედრას თელავის სამხარეო პოლიციის შენობაში, რამდენიმე მინისტრიც ესწრებოდა.

დღის ამბები