25 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
დაემორჩილონ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით - შსს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს მიმართავს 

პანკისში არსებულ ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. მამუკა ჭელიძემ არსებული ვითარება შეაფასა და სპეცრაზმის მიერ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას, აუცილებელი უწოდა.

მან მიმართა პანკისის ხეობის მოსახლეობას და მოუწოდა დაემორჩილონ სამართალდამცველთა მოთხოვნებს.

მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით და კვლავ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს.  

„გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ დაუშინეს ჯოხების და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა და პროტესტის მონაწილეებმა. მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას ხელკეტებით და ხელჯოხებით შეიარაღებულმა ადამიანებმა  პოლიცაის  გაუწიეს კვლავ წინააღმდეგობა.

პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციას თავიდან აცილების მიზნით  გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

შს სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები,“- განაცხადა ჭელიძემ.

დღის ამბები