19 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
დამწვარი მანქანები და განადგურებული ჯავშანტექნიკა - პანკისი მწვავე დაპირისპირების შემდეგ

ამ დროისთვის ვითარება პანკისის ხეობაში შედარებით სტაბილურია. სპეცრაზმის ნაწილმა ხეობა დატოვა. ადგილზე სამართალდამცავების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.

ადგილზე ამ დრომდე რჩება ის ჯავშანტექნიკა, რომელიც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების დროს განადგურდა. სავარაუდოდ შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება. ამის შესახებ შს მინისტრმაც ისაუბრა რომელმაც თქვა, რომ მოხდება ყველა კადრის შესწავლა და ყველა კანონდამრღვევი დაისჯება.

შეტაკებები სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდნენ დილიდან მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა ადგილობრივების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივებმა კი სპეცრაზმს ქვები დაუშინეს.

შეტაკებების  დროს ათობით ადამიანი დაშავდა. მათგან ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სპეცრაზმის წარმომადგენელი. განადგურებულია ჯაშანტექნიკა. დამწვარია მანქანები. 

დღის ამბები