25 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
ზელენსკი თუ პოროშენკო - უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვამდე 2-საათზე ნაკლები რჩება

უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათზე ცოტა მეტი რჩება. ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ქვეყნის პირველი პირის პოსტს მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

მოსახლეობა დღეს არჩევანს, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და შოუმენ ვლადიმერ ზელენსკის შორის აკეთებს. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების დიდი შანსი 41 წლის მსახიობს აქვს. ზელენსკისთვის ხმის მიცემას ამომრჩევლის 70 პროცენტი აპირებს, მის კონკურენტს კი მხოლოდ 25 პროცენტი ემხრობა. არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო ორივე კანდიდატმა. პეტრო პოროშენკო საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

"ვამაყობ იმით, თუ როგორც არის წელს არჩევნები ორგანიზებული. მოქალაქეები საკუთარ სურვილს ღიად გამოხატავენ. გვაქვს დაცული დემოკრატიული ტრადიცია, რომელიც უკრაინას წარმოაჩენს როგორც ევროპულ სახელმწიფოს. ამ 5 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური პროგრესი არ შეწყდება, ამას არ დავუშვებთ. აუცილებელია ისიც, რომ ეს პროცესი არ შენელდეს. არ აქვს მნიშვნელობა გვარს, რომელსაც ავირჩევთ, მნიშვნელოვანია სტრატეგია და გზა, რომლითაც უკრაინა სვლას გააგრძელებს,“-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ვლადიმერ ზელენსკიმაც. მას საარჩევნო უბნის გარეთ ფემინისტების ჯგუფმა ფლეშმობი მოუწყეს და მისი შესაძლო გაპრეზიდენტება გააპროტესტეს.

"კარგი დილა იყო. მე არ ვიცი როგორი განწყობა გქონდათ თქვენ, მე კი ძალიან კარგი. ბავშვები, შემწვარი კვერცხი, ყავა და კიდევ მეუღლემ განწყობისთვის ემინემი ჩამირთო. ახლა შტაბში წასვლას ვაპირებ, რადგან იქაც ნერვიულობენ. ხმის მიცემის დასრულებას ჩემს გუნდთან ერთად დაველოდები. შედეგების მიუხედავად, საღამოს ყველას გელოდებით ბრიფინგზე. ყველაფერი კარგად იქნება. ამას ერთად გავაკეთებთ,“-განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

არჩევნებს თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. ამ დროის მონაცემებით პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

დღის ამბები